გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო მგალობლიშვილი: „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა

2-04-2022

„ლელო“ და ნაცმოძრაობა რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ლადო მგალობლიშვილი ცესკო-ს წევრის გიორგი სიორიძის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს თორნიკე რიჟვაძემ საარჩევნო კოდექსი დაარღვია.


ლადო მგალობლიშვილმა სიორიძის განცხადებას არაკომპეტენტური და პროვოკაციული უწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას გიორგი სიორიძე ცესკო-ს თავმჯდომარედ სურდა.


„მინდა გამოვეხმაურო ცესკოს წევრის სიორიძის განცხადებას, რომელიც გახლავთ „ლელოდან“, თუმცა, „ლელო“ და ნაცმოძრაობა რომ ერთია, კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ განცხადებით. ოპოზიცია აპელირებდა, რომ მათ უნდოდათ ყოლოდათ ცესკო-ს თავმჯდომარე, ბატონი გიორგი სიორიძე რომ ყოფილიყო ცესკო-ს თავმჯდომარე და მსგავსი პროვოკაციული განცხადებები გაეკეთებინა, წარმოიდგინეთ, რა აჟიოტაჟს გამოიწვევდა ეს სამარცხვინო, არაკომპეტენტური და პროვოკაციული განცხადება“ - განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930