გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: პესტიციდებით და აგროქიმიკატებით მომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება

3-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სურსათის ეროვნულისააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არსებული მარაგების და იმპორტის განხორციელების კუთხით ვითარება განიხილეს.


„დღევანდელ შეხვედრაზე საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზადყოფნის საკითხები განვიხილეთ. როგორც აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ქსელი მზადაა საგაზაფხულო სამუშაოების დროს ფერმერების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს. ქვეყანაში მარაგები საკმარისია, ვინაიდან წინასწარ შემოტანილია ის რაოდენობა, რომელიც, პრაქტიკულად, მთელი მიმდინარე წლის მოხმარებაზეა გათვლილი. შემოტანა მსოფლიოს სხვადასხვა, ძირითადად ევროპული, ქვეყნებიდან ხორციელდება", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ, რეგიონში არსებული ვითარების მიუხედავად, მომარაგების თვალსაზრისით,  შეფერხება არ აქვთ.


კომპანიის „ბორანაგრო" გენერალური მენეჯერის, სანდრო ონიავას განცხადებით, ქვეყანაში არის რეზერვები, რაც მთელი წლის განმავლობაში დააკმაყოფილებს ფერმერების მოთხოვნას.


შეხვედრას აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 20-მდე იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930