გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში მშრალი ხილის საწარმო „კერკი“ დაათვალიერა

3-04-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში მშრალი ხილის საწარმო „კერკი" დაათვალიერა. მთავრობის მეთაური საწარმოს მფლობელებს და დასაქმებულებს გაესაუბრა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ასევე ადგილზე წარმოების განვითარების თვალსაზრისით.


„კერკი" ხუთი სახის პროდუქციას - ჩირს, ტყლაპს, ჩურჩხელას, ცუკატს და თხილეულს აწარმოებს. საწარმო 2021 წელს ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამების, სოფლის განვითარების სააგენტოს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგროსერვის ცენტრის,ასევე ევროკავშირის, USAID-ის და „თიბისი ბანკის" მხარდაჭერით.


საწარმოს ინვესტიციის სრული მოცულობა 750 000 აშშ დოლარია, დასაქმებულია 30-ზე მეტი ადგილობრივი.


საწარმოში პრემიერ-მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930