გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიბერთის მხარდაჭერით "აქსელის" საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა

4-04-2022

ლიბერთის  მხარდაჭერით, ,,აქსელის” (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის) მორიგი საინვესტიციო შეხვედრა გაიმართა.


ტექნოლოგიური სტარტაპებისა და პოტენციური ინვესტორების ტრადიციულ შეხვედრას ინვესტორები და სტარტაპები ესწრებოდნენ.


 ,,აქსელის” ქსელი დღეისათვის  50ზე მეტ ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და მისი მიზანია “ჭკვიანი ფულის” ინვესტიციების ფასილიტაციით, ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. Grant Thornton Georgia-სთან სტრატეგიული პარტნიორობით, აქსელის პორტფელში შემავალ სტარტაპებსა და ინვესტორებს უფასო საკონსულტაციო და იურიდიულ სერვისებზე მიუწვდებათ ხელი.


 „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ აქსელის სწრაფი ზრდისა და განვითარებისთვის, რაც თავისთავად პირდაპირ “ჭკვიანი ფულის” ინვესტირებას გულისხმობს საქართველოს ტექნოლოგიურ სტარტაპებში. დიდი მადლობა ყველა პარტნიორს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ანგელოზი ინვესტორობის კულტურის განვითარებაშისაქართველოში.”- გური ქოიავა, აქსელის თანადამფუძნებელი.


 ,,ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ  მიზანს ინოვაციური, მუდმივ განვითარებაზე  ორიენტირებული პროექტების მოძიება და  მხარდაჭერა წარმოადგენს. მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც საქართველოში ინოვაციებს, ტექნოლოგიებსა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას წაახალისებს.’ – თორნიკე ბენიძე, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი.


 ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: ლიბერთი ბანკი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნელოგიების სააგენტო (GITA), Tegeta ჰოლდინგი, დაGrant Thornton. აქსელის შესახებ: www.axelnetwork.org.


სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3  მილიარდ ლარს შეადგენს  და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930