გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, კონფერენცია "მუნიციპალიტეტების მიერ სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული უფლებამოსილებების აღსრულების გამოცდილების შეფასება და კარგი პრაქტიკების გამოვლენა" გაიმართა

4-04-2022

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განხორციელებული პროექტის - "დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონზე" ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ეროვნული კონფერენცია "საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული უფლებამოსილებების აღსრულების გამოცდილების შეფასება და კარგი პრაქტიკების გამოვლენა" გაიმართა.


აღნიშნული ღონისძიება, 30 მარტს, სასტუმროში ,,ბილტმორ - თბილისი" გაიმართა, რომელსაც, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი დაესწრო. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზებისა და სოციალურ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ეროვნული კონფერენციის დღის წესრიგი მოიცავდა მუნიციპალიტეტების მიერ სოციალური და ჯანდაცვის სფეროში უფლებამოსილებათა განხორციელების შედეგებისა და გამოწვევების განხილვას, კვლევის „მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა შეფასების შესახებ" ანგარიშის წარდგენას და იმ ხუთი მუნიციპალიტეტის დაჯილდოებას, რომლებმაც 2021 წელს სოციალური და ჯანდაცვის სფეროში წარმატებული პროექტები განახორციელეს.


კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა და საქართველოში UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა - ნიკ ბერესფორდმა.


გამომსვლელებმა, მუნიციპალიტეტებს შორის კარგი პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელების ფარგლებში, უფრო მეტი უფლებამოსილებების დელეგირებაზე ისაუბრეს, რაც ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031