გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

5-04-2022

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 აპრილს, ქ. თბილისში, კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის" ოფისის ერთ-ერთ ოთახში, აღნიშნული კომპანიის დირექტორთან გ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან - ვ. გ. და კ. ქ.-სთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები - დ. მ., ვ. მ., მ. მ., ა. ბ., ო. რ., და გ. გ., ასევე მათი პირადი დაცვის წევრები - კ. მ., გ.ა., გ.პ., ლ.გ. და დ. ც., და თანმხლები პირები - ლ.კ., გ.გ., გ.ა., გ.მ., ო.ბ., ხ.ც. და შ.გ.


შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკური დაპირისპირებში გადაიზარდა, რა დროსაც კომპანიის დირექტორმა, მის საკუთრებაში არსებული იარაღიდან დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით რამოდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად ო.ბ.-მ, მ.მ.-მ და დ.ც.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს.


აღნიშნული დაპირისპირების დროს პირდი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა კ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა კ.ქ.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.პ.-მ, გ.ა.-მ და გ.გ.-მ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.


სამართალდამცველებმა კ.მ., გ.ქ., გ.პ., გ.გ. და გ.ა. 3 აპრილს დააკავეს. კ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ქ.-ს ბრალდება 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლიდან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო გ.პ.-ს, გ.გ.-ს და გ.ა.-ს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930