გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

5-04-2022

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჯ.ც. წლების განმავლობაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე. ასევე, მან არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ორსულ მეუღლეს რამდენჯერმე სასტიკად სცემა და სხვადასხვა ფორმით დაამცირა.


სასამართლო პროცესზე, პროკურორებმა დაკითხეს დაზარალებული და ათობით მოწმე, გამოიკვლიეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შესაბამისად, დაზარალებულს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიმართ წარსულში ორჯერ იყო გამოცემული შემაკავებელი ორდერი.


ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და ,,კ" ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნის თანდასწრებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია) და 126-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორსული ქალის მიმართ ოჯახის წევრის მიერ განხორცილებული ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და სასჯელის სახედ და ზომად ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930