5-04-2022
ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის აღსანიშნავია გაეროში მნიშვნელოვანი კენჭისყრები იმის საწინააღმდეგოდ, რასაც კრემლი უკრაინაში ახორციელებს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.
კითხვაზე, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებას ეხებოდა, ნედ პრაისმა უპასუხა, რომ იმ პოზიციაში არ არის, რომ აღნიშნულ საკითხზე ისაუბროს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას.
„ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რას ნიშნავს რუსეთის აგრესია, მათ შორის რუსეთის მიერ სუვერენული ტერიტორიის გამოგლეჯვის მცდელობები. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის აღსანიშნავია გაეროში მნიშვნელოვანი კენჭისყრები იმის საწინააღმდეგოდ, რასაც კრემლი უკრაინაში ახორციელებს. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ეს მჭიდრო კონტაქტი გაგრძელდება“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.
16-11-2024
16-11-2024