გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კვიპროსზე ოთხი ქართველი ქალი დააკავეს

20-06-2018

კვიპროსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პაფოსში ოთხი ქართველი ქალი დააკავეს.

SigmaLive-ის ინფორმაციით, დაკავებული ქალების ასაკი 27-დან 38 წლამდე მერყეობს.


მედიის ინფორმაციით, პაფოსის სასამართლომ ქალებს ორდღიანი პატიმრობა მიუსაჯა.


არსებული ინფორმაციით, 19 ივნისს ქალები პაფოსის საიმიგრაციო სამსახურში მივიდნენ, სადაც ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის მიღება უნდოდათ. ქალებმა საბერძნეთისა და ლატვიის მოქალაქეების პასპორტები წარადგინეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ საბუთები ყალბი იყო.


შესაბამისად, ოთხივე ქალბატონი დააკავეს. ქალებმა პოლიციაში აღიარეს, რომ ყალბი დოკუმენტები საქართველოში 100-200 ევროდ შეიძინეს.


სასამართლოში მათ ბრალად "კვიპროსის ტეროტირიაზე უკანონოდ ყოფნა" წარედგინათ.


pia.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031