გია გაბრიჭიძე: თუ რაიმეში გვადანაშაულებთ, დოკუმენტალურად გვითხარით რაში და არა რაღაც „წყაროს“ „წყაროდან“ მიღებული ჭორებით და ეს დოკუმენტები სწორედაც თქვენ უნდა წარმოადგინოთ
6-04-2022
რაიმე ისეთი დააკლო საქართველომ უკრაინას, რაც სხვა ქვეყნებმა გააკეთეს? ყველა საერთაშორისო ფორუმზე მხარს ვუჭერთ თქვენს მხარდამჭერ რეზოლუციებს.
ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგზავნით. თქვენი ქვეყნიდან დევნილებს ვღებულობთ და მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით (მაშინ როცა ჩვენ 300000 დევნილი გვყავს) - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე დმიტრი კულებას განცხადებას.
„დმიტრო კულება - ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება, გადავწყვეტთ, რა ქმედებები განვახორციელოთ. უკაცრავად, მაგრამ ვერ გავიგეთ რა გნებავთ.
- თუ რაიმეში გვადანაშაულებთ, დოკუმენტალურად გვითხარით რაში და არა რაღაც „წყაროს“ „წყაროდან“ მიღებული ჭორებით და ეს დოკუმენტები სწორედაც თქვენ უნდა წარმოადგინოთ.
- რაიმე ისეთი დააკლო საქართველომ უკრაინას, რაც სხვა ქვეყნებმა გააკეთეს? ყველა საერთაშორისო ფორუმზე მხარს ვუჭერთ თქვენს მხარდამჭერ რეზოლუციებს. ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგზავნით. თქვენი ქვეყნიდან დევნილებს ვღებულობთ და მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით (მაშინ როცა ჩვენ 300000 დევნილი გვყავს. კიდევ რა გნებავთ? ცხელ ომში ჩავერთოთ? ვართ ჩართულები. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და რუსული ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში დგანან. აი თქვენ კი დღესაც გყავთ ისეთი პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ძებნაში არიან გამოცხადებულნი და ისინი თქვენ მაღალ თანამდებობებზე დანიშნეთ. არაფერს გირჩევთ, უბრალოდ დაფიქრდით „ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.