გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კარასინი: ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები არა მოსკოვში, არამედ ვლადიკავკაზშია

20-06-2018

არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია, – ამის შესახებ პირველ არხის ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევაში განუცხადა. მისივე თქმით, ექსპერტიზა ვლადიკავკაზის ლაბორატორიაში ჩატარდა.


„უნდა მოვაგვაროთ ამ ტრაგიკულ ინციდენტთან მიმართებით არსებული საკითხები. ჩემი პოზიციაა, რომ ტრაგედია არ უნდა განმეორდეს. მოვისმინეთ ქართული მხარის მოთხოვნები და მოსაზრებები. მინდა გითხრათ, რომ შეხვედრაზე ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე განმარტებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა. ჩვენ, რუსეთს შეგვიძლია ჩავერიოთ მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც არის შესაძლებელი. მთავარია და აუცილებელი, რომ საქართველო ესაუბროს სამხრეთ ოსეთს. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების საკითხს, ორგანოები არ არის მოსკოვში, ორგანოები არის ვლადიკავკაზში. ვლადიკავკაზის ლაბორატორიაში ჩატარდა ექსპერტიზა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ლაბორატორიამ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთს ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია, ვინაიდან ეს პრობლემა წარმოიშვა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა კარასინმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930