7-04-2022
ჩვენ დღეს ვთქვით და ბევრჯერ ვიტყვით, რაც არ უნდა ქნან, ჩვენ რასაც ვაკეთებდით, იგივეს გავაკეთებთ. ვგულისხმობ საკმაოდ რისკიან გადაწყვეტილებებსაც პოლიტიკურ არენაზე, ყველა მსოფლიო პლატფორმაზე - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.
„წინა პერიოდშიც იყო ლაპარაკი, რომ საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად. ერთი და იგივე სიტყვა გვესმოდა აქ ნაცმოძრაობისგან, იქ ვიღაცებისგან - ეს ხომ ტყუილი იყო? ეს ხომ შეფასება არ იყო? იმდენად სწორად დავალაგეთ ურთიერთობები ხალხთან, იმდენად სწორად ვმოქმედებთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ომის პარტია მიხვდა, რომ პრაქტიკულად გამოირიცხა საქართველოს ომში ჩათრევის რეალური შანსი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024