7-04-2022
საქართველო აკეთებს იმის მაქსიმუმს, რის გაკეთებაც შეუძლია, გამომდინარე ჩვენი ამჟამინდელი ძალიან მძიმე მდგომარეობიდან.
ჩვენ ფაქტიურად ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა იყოს დასადგურებული ქვეყანაში და ასე გაგრძელდება, ვინც არ უნდა შეგვიძახოს ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის ფარგლებს გარედან - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა POSTV-ის ეთერში.
როგორც გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ყველამ იცის, რას აკეთებს და რა ზრახვები აქვს საქართველოში ნაციონალურ მოძრაობას. მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს მოძმე უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
„ნაციონალური მოძრაობა რა არის, რას აკეთებს და რა ზრახვები აქვს საქართველოში, მგონი ყველამ ვიცით, მთელი უბედურება იმაშია, რომ ხშირად სწორედ უკრაინიდან მოდის გაუგებარი შეტყობინებები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. საქართველო აკეთებს იმის მაქსიმუმს, რის გაკეთებაც შეუძლია, გამომდინარე ჩვენი ამჟამინდელი ძალიან მძიმე მდგომარეობიდან. ჩვენ ფაქტიურად ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა იყოს დასადგურებული ქვეყანაში და ასე გაგრძელდება, ვინც არ უნდა შეგვიძახოს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის ფარგლებს გარედან. ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას ქართულ ინტერესს ამ ქვეყანაში, ამ რეგიონში და ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში იქნება, ეს არის შეუქცევადი გზა და ამ გზიდან არ გადავუხვევთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოძმე უკრაინელ ერს, მებრძოლ ერს. დღეს კიდევ ერთ საერთაშორისო რეზოლუციას შეუერთდა საქართველო, როგორც ერთ-ერთი თანასპონსორი, ასე გაგრძელდება მუდმივად.
ჩვენ დაახლოებით 25 000-მდე უკრაინელი დევნილი მივიღეთ. არავის არაფერს ვაყვედრით, მაგრამ ის ქვეყანა, რომელსაც თვითონ ტერიტორიის 20%-აქვს ოკუპირებული, 300 000-ზე მეტი დევნილი ჰყავს, ყველა საშუალებით ეხმარება მოძმე უკრაინელ ერს. ჩვენ ყოველთვის ვეხმარებით ჩვენს მეგობრებს, იგივე გვინდა დავინახოთ ჩვენი მეგობრებისგანაც და თუ რაღაც მკვახეთ გამოგვდის ამ ამბავში, ეს შეიძლება აქამდეც უნდა გამოგვსვლოდა, იმიტომ, რომ დიდი ხანია ვაფრთხილებთ უკრაინელებს, ჩვენს მეგობრებს, რომ ნუ შეიფარებთ უკრაინაში მკვლელებს, ძებნილებს, ავაზაკებს, ხალხს, რომელიც მიტინგებს არბევდა, აყაჩაღებდა თავის ქვეყანას, ხრავდა საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტს, მონაწილეობდა ათასგვარ უბედურებაში, დაანებეთ ამ ხალხს თავი, იმიტომ, რომ ისინი არიან ძებნილები, ხშირ შემთხვევაში წითელი ცირკულარით ძებნილები, ეს ვერ შეისმინა ვერავინ და ეხლა ისე გამოდის, რომ იქ შეფარებული ქართველები მუშტს უღერებენ თავის სამშობლოს და მის დაქცევას ლამობენ" - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
16-11-2024
16-11-2024