20-06-2018
საქართველოს პარლამენტმა მთავრობისა განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
მთავრობის ახალ შემადგენლობას ხმა 99-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი 6 კანონმდებელი წავიდა.
ახალ მთავრობას მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს, ხოლო მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელთა შემადგენლობა ამ ეტაპზე შემდეგნაირად გამოიყურება:
-საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;
-შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია;
-სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი;
-ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი;
-განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;
-ფინანსთა მინისტრი - ნიკოლოზ გაგუა;
-თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;
-კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე;
-გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
-იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;
-შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი - დავით სერგეენკო;
-ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა -მინისტრი - სოზარ სუბარი;
-რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი;
-სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტი უახლოეს 3 კვირაში ისევ შეიცვლება.
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 14 სამინისტროდან ფუნქციონირებას 11 გააგრძელებს. ასევე, მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები იქნებიან.