4-01-2018
ილია (ერისკაცობაში ირაკლი) 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა.
1952 წელს ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით, პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა.
1963 წლის 26 აგვისტოს ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მიტროპოლიტი გახდა.
1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ერთხმად აირჩია და ილია II ეწოდა.
18-12-2024