20-06-2018
მამუკა ბახტაძე, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ნდობა დღეს გამოუცხადა, დამოუკიდებელი საქართველოს რიგით მე-19-ე პრემიერ-მინისტრია.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პრემიერ-მინისტრების სიას, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს მინისტრთა კაბინეტს 1918 წლიდან ხელმძღვანელობდნენ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პრემიერი, თენგიზ სიგუა დამოუკიდებელი საქართველოს მინისტრთა კაბინეტს სათავეში ორჯერ, ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ხელმძღვანელობდა.
დამოუკიდებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრები (1918-2018)
ნოე რამიშვილი - 1918 მაისი-ივნისი;
ნოე ჟორდანია - 1918-1921;
თენგიზ სიგუა - 1990-1991;
ბესარიონ გუგუშვილი - 1991-1992;
თენგიზ სიგუა (მეორედ) - 1992-1993;
ოთარ ფაცაცია - 1993-1995;
ნიკო ლეკიშვილი - 1995-1998;
ვაჟა ლორთქიფანიძე - 1998-2000;
გიორგი არსენიშვილი - 2000-2001;
ავთანდილ ჯორბენაძე - 2001-2003;
ზურაბ ჟვანია - 2003-2005;
ზურაბ ნოღაიდელი - 2005-2007;
ლადო გურგენიძე - 2007-2008;
გრიგოლ მგალობლიშვილი - 2008-2009;
ნიკა გილაური - 2009-2012;
ვანო მერაბიშვილი - 2012 ივლისი-ოქტომბერი;
ბიძინა ივანიშვილი - 2012-2013;
ირაკლი ღარიბაშვილი - 2013-2015;
გიორგი კვირიკაშვილი - 2015-2018;
მამუკა ბახტაძე - 2018 ივნისიდან
ამასთან, შევნიშნავთ, რომ 1918-1921 წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად "მთავრობის მეთაური", ხოლო 1995-2004 წლებში "სახელმწიფო მინისტრი" ერქვა.