გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 24, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე: ნატო ამჟამად მუშაობს ფორმებსა და ინიციატივებზე, რომელიც დაგეგმილ სამიტზე საქართველოს შეეხება

20-06-2018

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილის, ევროპის და ნატოს საკითხებში თომას გოფუსის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთიანობა მის მიერ დადებული პირობების შესრულებით შეფასდება.


„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, თუ რა ფორმით უნდა გამოიხატოს საქართველოსთვის და უკრაინისთვის 2008 წელს მიცემული პირობა, თომას გოფუსმა განაცხადა:

„ალიანსი ამჟამად მუშაობს იმ ფორმებზე და ინიციატივებზე, რომლებიც საქართველოს და უკრაინას შეეხებათ“.


ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, დეიმონ უილსონის შეფასებით კი, ალიანსმა უნდა გადახედოს 1995 წლის კლვევას, რომლის მიხედვითაც ნატოში გასაწევრიანებლად ქვეყანამ აუცილებლად უნდა მოაგვაროს ტერიტორიული დავები. მისი თქმით, ეს ფორმულა მუშაობდა მეგობრულ გარემოში, მაგრამ ვერ იმუშავებს იმ პირობებში, როცა რუსეთი ტერიტორიების ოკუპაციით, მეზობელი ქვეყნების ატლანტიკურ მისწრაფებებს აჩერებს.


p.s. მასალის ვრცელი ვერსიიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.newspress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031