გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა მარნეულის სოფელ ქუთლიარში ახალი სკოლა დაათვალიერა

8-04-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში იმყოფებოდა, სადაც ახალი სკოლა დაათვალიერა.

შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააცნო.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სკოლაში მოეწყო თანამედროვე ტიპის საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, კომბინირებული მინი სპორტული მოედანი, სასადილო და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მარნეულის მუნიციპალიტეტში 8 ახალი სკოლა შენდება, საიდანაც ხუთი დასრულებულია, სამი კი დასრულების ეტაპზეა.მშენებლობა დასრულდა ხულდარაში, შულავერში, ქუთლიარში, კასუმლოსა და ჯანდარში, სადაც სკოლის მოსწავლეები უკვე ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლობენ.


პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მარნეულის მერი კენან ომაროვი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031