გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, ამ მძიმე მოვლენებმა ეს პროცესი დააჩქარა

10-04-2022

საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი მონაპოვარი არის ის, რაც დღეს ხდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რადგანაც მხოლოდ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს განაცხადი და სურვილი გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, ამ მძიმე მოვლენებმა ეს პროცესი დააჩქარა,” - განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობს წევრმა დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

 

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია, რომ საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს.

 

„ჩვენ გადმოგვეცემა კითხვარი, რომლის შევსებისთვისაც მოგვეცემა შესაბამისი დრო და ღრმად ვარ დარწმუნებული, ქართული მხარე მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ძალიან მალე მიიღონ ის მნიშვნელოვანი სტატუსი, რასაც კანდიდატის სტატუსი ქვია და შემდგომ უკვე სრულფასოვანი გაწევრიანება ამ ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, რომელიც ჩვენი ერის ბრძოლის ისტორიული შინაარსია. ისტორიული მიზანი სწორედ არის ის, რომ დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო გახდეს ერთიანი ევროპული ოჯახის ნაწილი და ამას ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031