გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: რადიკალთა ცრუ, ანგაჟირებული მოლოდინები, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილიყო ადამიანის უფლებების უხეშ დამრღვევად, კვლავ ფუჭი აღმოჩნდა

13-04-2022

„ანგარიში ეყრდნობა ოპოზიციის, სახალხო დამცველის, ცალკეული NGO-ების ტრადიციულ არაობიექტურ შეფასებებს. მიხეილ სააკაშვილი და მისი ანტურაჟის ცნობილი წარმომადგენლები არ არიან ე.წ. პოლიტიკური პატიმრები. დოკუმენტი იუწყება, რომ "პოლიტპატიმრად" სააკაშვილს მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიები“- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს.

 

მისი თქმით სახელმწიფო დეპარტამენტი შემოიფარგლა მხოლოდ ოპოზიციური ცალკეული აქტორების მოსაზრებებზე მითითებით.

 

„უფრო ვრცლად ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშზე, რომელიც 12 აპრილს გამოქვეყნდა. ანგარიში იმდენად მკაფიოა, რომ მხოლოდ უნამუსო 'ფეიკნიუსერს' შეუძლია ფაქტების დამახინჯებულად ტირაჟირება. დოკუმენტი გამოყოფს იმ წარმატებებს, რომელიც საქართველოს 2021 წ. ჰქონდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების თვალსაზრისით. იქნება ეს წინასწარი პატიმრობის რაოდენობის შემცირება, ამნისტია და პატიმართა რიცხვის შემცირება, პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია.

 

რადიკალთა ცრუ, ანგაჟირებული მოლოდინები, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილიყო ადამიანის უფლებების უხეშ დამრღვევად, კვლავ ფუჭი აღმოჩნდა. ანგარიში ეყრდნობა ოპოზიციის, სახალხო დამცველის, ცალკეული NGO-ების ტრადიციულ არაობიექტურ შეფასებებს. მიხეილ სააკაშვილი და მისი ანტურაჟის ცნობილი წარმომადგენლები არ არიან ე.წ. პოლიტიკური პატიმრები.

 

დოკუმენტი იუწყება, რომ "პოლიტპატიმრად" სააკაშვილს მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიები. აქ მნიშვნელოვანია ის, თუ რა სახითაა ამის შესახებ აღნიშნული - სახელმწიფო დეპარტამენტი შემოიფარგლა მხოლოდ ოპოზიციური ცალკეული აქტორების მოსაზრებებზე მითითებით.

 

ამასთან, ანგარიშში იმ დანაშაულებზეც არის საუბარი, რომლებშიც არის მხილებული ექს-პრეზიდენტი. ნაწილზე სააკაშვილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, ხოლო ნაწილზე სამართალწარმოება არის მიმდინარე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოება კვლავაც არ აჰყვა დესტრუქციულთა ფლანგის ამ მორიგ, იაფფასიან მანიპულაციას. სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში მოიცავს როგორც პოზიტიური ტენდენციების ამსახველ ნაწილებს, ისე კრიტიკულსაც, რაც სხვა დემოკრატიული ქვეყნებზეც იწერება.

 

დოკუმენტი კარგი სახელმძღვანელოა იმის განსასაზღვრად, თუ კიდევ რა რეფორმები უნდა განხორციელდეს საქართველოში. ეს ძალიან დაეხმარება შესაბამის უწყებებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადმოცემული კითხვარის შევსების უმნიშვნელოვანეს პროცესში“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930