ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას ეკლესიაც დამოუკიდებელი უნდა ჰქონდეს.
ამის შესახებ მეუფემ სინოდის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია იყო.
„უკრაინას, 40 მლნ-იან დამოუკიდებელ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში. პროცესუალურად დროში გაიწელება ეს საკითხი“- განაცხადა მეუფემ.
ამ განცხადების მიუხედავად, ჯერ-ჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა საქართველოს ეკლესია მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.