13-04-2022
„ჩვენი ხელისუფლება პრინციპულად რომ დაუდგა უსაფუძვლო, დაუმსახურებულ კრიტიკას, ამან შედეგი გამოიღო. ამ ეტაპზე, ფრთხილი ოპტიმიზმი. ყოჩაღ "ქართული ოცნების" გუნდს კიევის უსამართლო კრიტიკაზე ამგვარი პოზიციონირებისათვის!“- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
„საქართველოს პოლიტიკური ლიდერების განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ არაერთხელ უსაუბრიათ უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან რუსლან სტეფანჩუკთან. დიდი ალბათობით, სხვა უკრაინელ კოლეგებთანაც. 12 აპრილს, "იმედისადმი" მიცემულ ინტერვიუში, სტეფანჩუკისაგან გამოჩნდა პირველი იმედისმომცემი ნიშნები ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესში.
უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის გზავნილები შეცვლილი იყო. ეტყობოდა, რომ გაითვალისწინეს ოფიციალური თბილისის გულწრფელი შეშფოთება. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევმა არასასურველ სტუმრად გამოაცხადა. და ჩვენი ხელისუფლება პრინციპულად რომ დაუდგა უსაფუძვლო, დაუმსახურებულ კრიტიკას, ამან შედეგი გამოიღო. ამ ეტაპზე, ფრთხილი ოპტიმიზმი. ყოჩაღ "ქართული ოცნების" გუნდს კიევის უსამართლო კრიტიკაზე ამგვარი პოზიციონირებისათვის! მშვიდობა უკრაინას! მშვიდობა საქართველოს! მშვიდობა მსოფლიოს!“- წერს გია აბაშიძე.
16-11-2024
16-11-2024