გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ხვალ 77 წელი სრულდება

21-06-2018

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი, დიდი სამამულო ომის დაწყებიდან ხვალ 77 წელი სრულდება.

ფაშისტური გერმანია 1941 წლის 22 ივნისს ომის გამოუცხადებლად დაესხა თავს საბჭოთა კავშირს, თუმცა ევროპის ტერიტორიაზე ჰიტლერის გერმანია სამხედრო ოპერაციებს 1939 წლიდან აწარმოებდა, რის შედეგედაც მან პრაქტიკულად ევროპის უდიდესი ნაწილი დაიმორჩილა.


საბჭოთა კავშირთან ომის დაწყების პირველ წელს ფაშიასტებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ქვეყნის სიღრმეში თითქმის ურალის ქედამდე, აგრეთვე კავკასიონამდე შევიდნენ, თუმცა საბჭოთა არმიამ, რომელსაც გენერალ-სიმუსი იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა, შეძლო და საბრძოლო უპირატესობა თანდათანობით თავის სასარგებლოდ შემოაბრუნა.


საბოლოოდ კი, მეორე მსოფლიო ომი ფაშისტური გერმანიის უსიტყვო კაპიტულაციით და საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დასრულდა.

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში დაახლოებით 700 ათასი ჯარისკაცი იბრძოდა, საიდანაც ნახევარი უკან ვეღარ დაბრუნდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031