გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისის ციფრულ ბანკში თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

14-04-2022

მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის ციფრულ ბანკში სიახლეა.


მობაილბანკს, გადარიცხვის მენიუში, კიდევ ერთი ფუნქციონალი - თანხის ღილაკები დაემატა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს გადარიცხვის პროცესს და ზოგავს მომხმარებლის დროს.


ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს პირდაპირ სთავაზობს სხვადასხვა ოდენობის თანხის შაბლონებს, რისი საშუალებითაც სასურველი თანხის ხელით შეყვანა საჭირო აღარაა და გადარიცხვა ღილაკზე თითის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი. ასე, საბანკო ოპერაციების დისტაცნიურად შესრულება კიდევ უფრო გამარტივდა.


თიბისის ციფრულ ბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით სიახლეების დანერგვა მუდმივად გრძელდება.


ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისის გუნდი მომხმარებელს კიდევ არაერთ ინოვაციურ ფუნქციონალს შესთავაზებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930