გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა ახალგორიდან დევნილ პედაგოგს დედაენის დღე მიულოცა

14-04-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წეროვნის დევნილთა დასახლებაში ახალგორიდან დევნილ ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ მასწავლებელს შინ ეწვია და მას დედაენის დღე მიულოცა.

 

69 წლის უფროსი მასწავლებელი მარიამ გიგაური აგვისტოს ცნობილ მოვლენებამდე ახალგორის N1 სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. 2009 წლიდან კი დიდი ლიახვისა და ქსნის ხეობიდან დევნილ მოსწავლეებს მშობლიურ ენას წეროვნის N3 საჯარო სკოლაში ასწავლის.

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და პედაგოგმა 1978 წლის ცნობილი მოვლენები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ სწორედ მაშინდელმა საპროტესტო გამოსვლებმა გააჩინა საზოგადოებაში უდიდესი მუხტი, რამაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოიტანა.

 

მარიამ გიგაური, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ლიახვისა და ქსნის ხეობების მოსახლეობას შორის დიდი პატივისცემით სარგებლობს. მომავალ თაობებს იგი არა მხოლოდ მშობლიურ ენას, არამედ მშობლიური კუთხის დიად ისტორიასა და მის სიყვარულს ასწავლის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930