გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე ბაკურიანის შეხვედრაზე: ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავს ომისა და ღალატის პარტია

14-04-2022

ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავს ომისა და ღალატის პარტია - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბაკურიანის შეხვედრის კომენტირებისას.

 

„დააჩქარეს რაღაც ტრენინგები, მედიის წარმომადგენლები, გამოკვეთილი ჯგუფი, რომ არავის უმხელენ ვინ არიან, ე.წ. NGO სექტორის და პოლიტიკური პარტიის წარმომადგნელები, ოღონდ მაინც და მაინც ისინი, რომლებიც ან ნაცმოძრაობას, ომის, ანუ ღალატის პარტიას წარმოადგენენ, ან მათთან ძალიან მჭიდროდ დაკავშირებულები.

 

სხვებს არ დაუძახეს ოპოზიციიდან. ვინმემ აგვიხსნას, რა პლატფორმაა ასეთი ქვეყნის შიგნით, თუ ის არ არის რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, სადაც ენჯეო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი მხოლოდ, საიდუმლოდ, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი და ნაცმოძრაობიდან და მისი დანაყოფების რამდენიმე წარმომადგენელი მხოლოდ ისე, რომ მათი პარტიის, მათი მედიების და მათი ენჯეოს სხვა წარმომადგენლებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ და თქვენგან, მედიის წარმომადგენლებისგან გაიგეს. ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, რომელსაც ვერასდროს ჩამოირეცხავს ომისა და ღალატის პარტია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930