15-04-2022
საქართველოს ბანკი მეღვინეობის სექტორისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი „ტრადიციული“ ახალ საექსპორტო ბაზრებს ითვისებს.
კომპანია ღვინისა და სხვა ტრადიციული სპირტიანი სასმელების წარმოებას სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში ახორციელებს. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 406 800 ლარის მოცულობის ინვესტიციით საწარმო აქტიურად ავითარებს საქმიანობას და ზრდის წარმოებას.
„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავხვეწოთ პროდუქცია, რათა მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლური სასმელი შევთავაზოთ. ამას ერთის მხრივ, წარმოებაში ადგილობრივი, მაღალი ხარისხის ყურძნის გამოყენებით ვუზრუნველვყოფთ, მეორეს მხრივ კი, საქართველოს ბანკთან პარტნიორობა გვიხსნის წვდომას საჭირო რესურსზე. ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ავზების შესანახი ცისტერნების, გადასამუშავებელი დანადგარების და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენას მოვახმარეთ. მიღებული ინვესტიციის საფუძველზე კი შევძელით,წარმოების და გადამუშავების 150%-ით ზრდა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, ახალი საექსპორტო ბაზრებიაგვეთვისებინა“ , - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, ბორის აბაკელია.
უკვე რამდენიმე წელია, „ტრადიციული“ წარმატებით ახორციელებს იაპონიაში საფერავის, ქისის, რქაწითელის, ხიხვისა და სხვა დასახელების ალკოჰოლური სასმლის რეალიზაციას. მალე კომპანიის პროდუქცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი.
ინფორმაციისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს და არაერთი პროექტის პარტნიორია. ვრცლად, ბანკის ბიზნეს პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bankofgeorgia.ge/ka/business
16-11-2024
16-11-2024