18-04-2022
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 3 თვეში,ნარჩენების მართვის კოდექსის 601 ფაქტი გამოავლინეს.
მიმდინარე წლის 01 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ყველაზე მეტი - 218 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. მცხეთა-მთიანეთში გამოვლენილია 62 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 59, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 53, ქვემო ქართლში - 50, კახეთში - 44, იმერეთში - 34, გურიაში - 13,შიდა ქართლშიც - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი - 2.
2022 წლის თებერვალ-მარტში, ნარჩენების მართვის კოდექსის 53 ფაქტია გამოვლენილი თბილისში.
რაც შეეხება სამართალდარღვევების შინაარსს: ყველაზე მეტი - 346 ფაქტი, მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაა; მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენის ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა - 97 ფაქტი; სამშენებლო ან/და სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურება - 45; კანალიზაციის ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება -15; საბურავით გარემოს დანაგვიანება - 7; სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე, სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში) მოთავსება - 6; ცხოველის სხეულის ნარჩენით (მათ შორის, სასაკლაოდან) გარემოს დანაგვიანება - 4; სახიფათო ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა - 2; 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 1; სხვა სამართალდარღვევა- 78 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი, კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინეს.
16-11-2024
16-11-2024