22-06-2018
პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში, დაგეგმილი სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კონსულტაციები დღეს საღამოს განახლდება.
ქვეყნის ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრთან აღნიშნულ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა პირველი კონსულტაცია გუშინ გამართეს. როგორც დეპუტატებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, კონსულტაციები გაგრძელდება, ხოლო გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც აღნიშნული კონსულტაციები ყველა შესაძლო ფორმატში გაიმართება.
შეხვედრა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით დღეს 20:00 საათზე დაიწყება.