გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნაცმოძრაობის პოლიტიკა სინამდვილეში ფარსია

18-04-2022

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკა სინამდვილეში ეს არის ფარსი, საქართველოსთან, უკრაინასთან, პატრიოტიზმთან, სამშობლოსთან, სიცოცხლესთან, სიკვდილთან დაკავშირებით საჯარო დამოკიდებულება არის მხოლოდ ფარსი და სინამდვილეში, ეს არის უბრალოდ ინსტრუმენტები იმისთვის, რომ თავის მთავარ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ - დაიბრუნონ ძალაუფლება",- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვას, როგორ შეაფასებდა „ნაციონალური მოძრაობის" უარს ინტერპარტიული დელეგაციის უკრაინაში ვიზიტში მონაწილეობაზე.


„ყველა მიზეზი მათთვის არის კარგი - თუ დასჭირდებათ, ისაუბრებენ პატრიოტიზმზე, რომ ამერიკაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თუ დასჭირდებათ, იტყვიან რომ პირიქით - მოვისმინეთ ანტიამერიკული განცხადებები. ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, არის ის ფარსი და იმიტაცია პატრიოტიზმის, ემპათიის, თითქოს ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვის. ჩვენ ვხედავთ., რომ ნებისმიერ ასეთ თემას ისინი უბრალოდ პოლიტიკურად იყენებენ ერთადერთი მიზნით, რომ დაიბრუნონ ის აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც ჰქონდათ და ჩამოართვა ქართველმა ხალხმა და რომელიც მათ ასე სურთ, რომ დაიბრუნონ",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031