გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობის დელეგაციას ზელენსკი რომ შეხვდეს, ურთიერთობების განახლების თვალსაზრისით კონტრპროდუქტიული იქნება

19-04-2022

„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციას ზელენსკი რომ შეხვდეს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიული ურთიერთობების განახლების თვალსაზრისით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი რამ ქვეყნებს შორის ურთიერთობას არ წაადგება და იქნება „კიდევ ერთი უარყოფითი ნიშანი“.


„რა თქმა უნდა, ეს იქნება კონტრპროდუქტიული. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არ მოხდება. საუბრობენ ისინი, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ შეხვდა ქართულ ოფიციალურ დელეგაციას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კიევში იყო ჩასული და ხვდება „ნაცმოძრაობის“ დელეგაციას: მელიას, მარგველაშვილს და სხვებს, ეს რომ წარმოვიდგინოთ, ეს იქნება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი უარყოფითი ნიშანი, ბუნებრივია, ასეთი რამ არ წაადგება ქვეყნებს შორის, ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობას, ურთიერთობას, თუმცა იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ასე არ მოხდება“, - განაცხადა კობახიძემ.


ამასთან, კობახიძემ განმარტა, რომ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფორმატი უკრაინული მხარის მხრიდან იყო შემოთავაზებული და განაცხადა, რომ „ეს ვიზიტისთვის ნაკლად“ არ ითვლება.


მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე არის ბევრად მეტი, ვიდრე ყოფილი პრეზიდენტი. რამე ხინჯი კი არ ჰქონდა იმ ვიზიტს, მაგრამ ფორმატი იყო შემოთავაზებული უკრაინელების მხრიდან, სადაც გათვალისწინებული იყო არსებითად მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა და მეგობრობის ჯგუფთან შეხვედრა. ეს იყო შემოთავაზება, ეს არ ითვლება ნაკლად ვიზიტისთვის, მაგრამ ეს ასე იყო. ამ ფონზე რომ ვნახოთ, რომ „ნაცმოძრაობის“ დელეგაციას მელიას ხელმძღვანელობით და მარგველაშვილის მონაწილეობით, მარგველაშვილი არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ამ დელეგაციას რომ შეხვდეს ზელენსკი, ეს იქნება, რა თქმა უნდა, კონტრპროდუქტიული ურთიერთობების განახლების თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერაა გაგზავნილი და მან კობა ნაყოფიას დაავალა მარგველაშვილის ვიზიტის დაფინანსება.


„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა კიდეც, რომ მარგველაშვილი იქ არის გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილის დავალებით. მათ ჰქონდათ შეხვედრა და მერე ამაზე ირიბად მანაც ისაუბრა. ის არის გაგზავნილი სააკაშვილის მიერ, დაფინანსებულია მათ შორის სააკაშვილის მიერ, კობა ნაყოფიას დაავალა მარგველაშვილის დაფინანსება, შესაბამისად, მარგველაშვილი არის „ნაცმოძრაობის“ დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ხელმძღვანელიც კი არ არის, ნახეთ, როგორი მძიმე მოცემულობაა, რომ არის პარტიის თავმჯდომარე მელია, რომელიც ბუნებრივად არის ამ დელეგაციის ლიდერი და მარგველაშვილი არის ერთ-ერთი წევრი. კატასტროფაა ქვეყნისთვის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასე დაიკნინებს თავს, მაგრამ დიდი ხანია მიჩვეული ვართ ამ ყველაფერს და რაც არის ეგ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930