გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა სარალიძე: როდესაც ჩემზე საუბრობენ და პოლიტიკას ახსენებენ, ვღიზიანდები

22-06-2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობისთვის შეუფერებელია.

მისივე თქმით, იმ ეტაპზე, რაზეც შსს-ს გამოძიებაა, არანაირი იმედი არ არსებობს.

ამის შესახებ სარალიძემ ხორავას საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც ჯგუფის წევრებმა ის გამოკითხეს.

 „როდესაც ჩემზე საუბრობენ და პოლიტიკას ახსენებენ, ვღიზიანდები. ნურავის ნუ ექნება იდეაში, რომ ვინმეს მე მივეცი ჩემის შვილის სულით მანიპულირების საშუალება.

ამ ეტაპზე, რაზეც შსს-ს გამოძიებაა, არანაირი იმედი არ მაქვს. გახარია თანამდებობისთვის სრულიად შეუფერებელია, იმიტომ რომ გახარიას უწყებამ დაიწყო საქმის გაყალბება, მერე კვირიკაშილთან დაიწყო თავის მართლება, მალე წაიღო ეს საქმე პროკურატურამ და ჩვენ აღარ გვაქვს არანაირი უფლებაო. მერე გამოდის წულუკიანი და ამბობს, კვირიკაშილი შეცდაო. არც ერთია დასატოვებელი თანამდებობაზე და არც მეორე“- განაცხადა სარალიძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031