გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაკურიანში საიდუმლო შეკრების მონაწილეები არ ასახელებენ, ვინ დააფინანსა ტრენინგი

19-04-2022

ბაკურიანში, „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პოლიტიკური პარტიების საიდუმლო შეკრების მონაწილეები არ ასახელებენ, ვინ დააფინანსა ტრენინგი.


„იმედის კვირის“ სიუჟეტში ნაცმოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე უარყოფს რაიმე შეხვედრას. „რა შეხვედრა არ ვიცი, როცა კრიზისი აქვთ თვითონ შიგნით, მერე გადატრიალებაზე საუბრობენ“ - ამბობს დეკანოიძე.


დეკანოიძისგან განსხვავებით შეხვედრას ადასტურებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, ორგანიზატორი ამერიკული მხარე იყო, რომლის სახელწოდება არ ახსოვს.


„ამერიკული მხარე იყო, აღარ მახსოვს სახელწოდება. რაღაც სისულელეა ეს რა, ბაკურიანში შეხვედრის ორგანიზატორი იყო კონკრეტული დონორი, სადაც ვიყავით ჩასულები ყველა. შეგიძლიათ კითხოთ ორგანიზატორებს და გეტყვიან, რა პრობლემაა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინ მიმიწვია და ორგანიზატორებმა მიმიწვიეს“ - ამბობს ვაშაძე.


შეხვედრას ადასტურებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.


„მოხარული ვარ, რომ შეხვედრა გვქონდა და დისკუსიის შესაძლებლობა მასთან და მის ორგანიზაციასთან. წიგნიც აქვს გამოცემული, არაძალადობრივ პროტესტზე მსოფლიოში და როგორ უნდა იყოს მიღწეული, დემოკრატიული ცვლილებები არაძალადობრივი ცვლილებების გზით“ - ამბობს ის.


ღონისძიების ჩატარებას ადასტურებენ სასტუმროში, სადაც აცხადებენ, რომ ღონისძიების ჩატარებაზე მოთხოვნა ამერიკული ორგანიზაცია „არაძალადობრივი საერთაშორისო კონფლიქტების“ ცენტრიდან შევიდა.


„ამის მიუხედავად, არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ გვერდზე, სადაც მსგავსი ტრენინგების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული, ბაკურიანში გამართული შეხვედრის შესახებ არაფერი იძებნება. ის, რომ გასაიდუმლოებულ შეხვედრაში მხოლოდ რადიკალური ოპოზიციური სპექტრი მონაწილეობდა, ეჭვის საფუძველია პოლიტიკის ექსპერტებისთვის. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ტრენინგი დესტაბილიზაციის სცენარსა და მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის დღის წესრიგზე იყო მორგებული. როგორც ირკვევა, აკერმანთან საიდუმლო შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის და მისი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თანაგუნდელებსაც დაუმალეს. შეხვედრის შესახებ არაფერი იცოდნენ რომან გიცირიძემ, ხათუნა სამნიძემ. ოპოზიციის თავყრილობაზე ვერ მოხვდნენ იაგო ხვიჩიას გირჩელები და ელსიაშვილის მოქალაქეები. ანუ ისინი, ვინც რადიკალების სტრატეგიაზე უარს ამბობს. ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ ამ „ბოდვაზე სერიოზულად ვერ ისაუბრებს“.


იმას, რაც ანა ნაცვლიშვილისთვის სასაცილო ბოდვაა, მისივე პარტიის დამფუძნებელი დეტალურად განმარტავს.


ბადრი ჯაფარიძე ის ერთადერთი პოლიტიკოსია, ვინც საჯაროდ დაადასტურა, რომ გასაიდუმლოებული ტრენინგი ბაკურიანში პიტერ აკერმანის აი-სი-ენ-სი-მ ჩაატარა.


"იმას, რომ აკერმანი სწორედ ამ ცენტრს წარმოადგენდა, ადასტურებს გიორგი მშვენიერაძეც, რომელიც შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე იყო და ტერნერთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა“ - ნათქვამია სიუჟეტში.


ბაკურიანში, სასტუმროში „რუმს კოხტა“ ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფელირებული პოლიტიკური პარტიების ლიდერები საიდუმლოდ 6-8 აპრილს შეიკრიბნენ. თუმცა კონსპირაციული თავშეყრის ამბავმა მედიაში გაჟონა. რადიკალურ ოპოზიციას, მესამე სექტორის ნაწილს და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის წარმომადგენლებს „ხავრედოვანი რევოლუციების“ პიარტექნოლოგი პიტერ აკერმანი სამი დღის განმავლობაში ატრენინგებდა. საიდუმლო სერობაში მონაწილეობდნენ ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, დროა, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო, ზურა ჯაფარიძის გირჩი, გიორგი მშვენიერაძე, ტელეკომპანიები „მთავარი არხი და „ფორმულა“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930