გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილი პროექტის „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ მიზნების, აქტივობებისა და სამუშაო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო

20-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილენინო თანდილაშვილი სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ მიზნების, აქტივობებისა და სამუშაო გეგმის პრეზენტაციას დაესწრო.


შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის მოსალოდნელ შედეგებსა და თანამშრომლობის გზებზე იმსჯელეს. პროექტის „ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ მიზანია ქალაქ ქუთაისის ურბანული განვითარებისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა დაბალემისიიანი ტრანსპორტისა და მიწის მდგრადი მართვის საუკეთესო პრაქტიკის სადემონსტრაციოდ.


„პროექტის ფარგლებში, საკმაოდ საინტერესო აქტივობები განხორციელდება. ქუთაისისთვის მწვანე ქალაქის განვითარების გეგმა და სტრატეგია შეიქმნება, მოეწყობა ველობილიკები. იგეგმება თანამედროვეავტობუსების შეძენა, რაც შიდა სატრანსპორტო ქსელის განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე, ქუთაისის მიმდებარედ, 700 ჰა ფართობის ტყის აღდგენა განხორციელდება, რაც ეკოსისტემების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. მუნიციპალურ დონეზე ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მსგავსი ტიპის პროექტების ინიცირება სამომავლოდაც გაგრძელდება, რაც მწვანე ინიციატივების განხორციელებას და წახალისებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


„ქუთაისის დაბალემისიიანი განვითარება ურბანული დაგეგმარების გზით“ სამწლიანი პროექტია (2022-2025), რომელსაც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (UNDP) აფინანსებს და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ კავკასიის გარემოსდაცვითი რეგიონული ცენტრის (REC- Caucasus) მეშვეობით ხორციელდება. პროექტის უშუალო ბენეფიციარია ქ. ქუთაისის მერია.


პრეზენტაციას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930