22-06-2018
მიმდინარე წლის 22 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4579 შეადგინა.
რაც შეეხება ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს, მას ეროვნული ბანკი 17:00 საათზე გამოაცხადებს.