გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

20-04-2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს შორის ონლაინფორმატში გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ვადიმ მელნიკმა.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმი საქართველოსა და უკრაინის სამართალდამცავ უწყებებს შორის, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

„მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, ჩვენს უწყებებს არ შეუწყვეტიათ კომუნიკაცია და მოვახერხეთ უკვე ჩამოყალიბებული პროფესიული ურთიერთობების ფორმალიზება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა სამომავლოდ გაგრძელდება და შედეგიანი იქნება ორივე ქვეყნის უწყებისთვის“, – განაცხადა სოსო რამიშვილმა.


ამასთან, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სამძიმარი გამოუცხადა თითოეული დაღუპული ადამიანის ოჯახს, გულწრფელი თანადგომა და სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი კოლეგებისა და ხალხის მიმართ.


როგორც უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა, ვადიმ მელნიკმა აღნიშნა, კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა და უცხოური გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება ბიუროს ძირითადი ამოცანების განსახორციელებლად.


„დღეს უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის დამყარება უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთ პრიორიტეტული ამოცანას წარმოადგენს. კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა და უცხოური გამოცდილების გაზიარება სასარგებლო იქნება ბიუროს ძირითადი ამოცანების განსახორციელებლად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან მემორანდუმის გაფორმება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო გამოცდილების მოსაზიდად, განსაკუთრებით შექმნილ რთულ ვითარებაში და ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალი რისკების გამოვლენის თვალსაზრისითაც. ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცება აუცილებლად იქნება ორმხრივად მომგებიანი და ეფექტიანი“, – განაცხადა ვადიმ მელნიკმა.


ამასთან, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ონლაინ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შედგა მსჯელობა საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930