გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სიახლე: ლიბერთიში ბიზნეს ანგარიშის გახსნა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

21-04-2022

ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს ბიზნეს მიმართულების განვითარებას და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით ახალი ციფრული სერვისების დანერგვას.

 

ამიერიდან, ბანკში ბიზნეს ანგარიშის გახსნა უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი.

პლატფორმაზე www.libertybusiness.ge ბიზნეს ანგარიშის გახსნის პროცესი მარტივია - რეგისტრაციისთვის დაახლოებით 5 წუთია საჭირო და მოიცავს კითხვებს კომპანიისა და სასურველი საბანკო პროდუქტების შესახებ.

 

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სრულად დისტანციურად აქტიურდება შემდეგი პროდუქტები:

 

  • მიმდინარებიზნეს ანგარიში ეროვნულ ვალუტაში;
  • ბიზნეს ინტერნეტბანკი;
  • SMS სერვისი (არჩევის შემთხვევაში);
  • ბიზნესბარათი (არჩევის შემთხვევაში).

 

პროცესის დასრულებისთანავე, ბიზნეს ანგარიშის მართვა ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.

 

“ახალი ლიბერთი ახალ ციფრულ შესაძლებლობებს ქმნის თავისი მომხმარებლებისთვის. ჩვენი მიზანია, ადამიანებისთვის შევქმნათ საუკეთესო ციფრული გამოცდილება სამომხმარებლო, თუ ბიზნესის მიმართულებით. ლიბერთის ციფრული ბანკინგის გუნდის მთავარი ინსპირაცია ამ ახალი პლატფორმის შექმნისას, მომხმარებლების ბიზნესმიზნების მიღწევის ხელშეწყობა იყო. მოხარული ვართ, რომ უკვე დღეიდან, იურიდიული პირებისთვის ანგარიშის გახსნა მარტივად, სრულად დისტანციური პროცესით არის შესაძლებელი“ - ელენე ჩუბინიძე, ციფრულიბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის უფროსი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031