გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც უნდა გამოვიყენოთ და გავწევრიანდეთ ევროპულ ოჯახში

21-04-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ,,მაესტრო რეგიონების“ ეთერში, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შესაბამისი კითხვარის შევსების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტორული კითხვარის დიდი ნაწილი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს ეხება.


„ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც უნდა გამოვიყენოთ და გავწევრიანდეთ ევროპულ ოჯახში. მთელი სამინისტრო ჩართულია კითხვარის შევსების და შესაბამისი პასუხების მომზადების პროცესში. უახლოეს პერიოდში, ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს განხორციელებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით. ყველა რეფორმა, ყველა ის ღონისძიება, რაც განხორციელდა, ასახული იქნება მომზადებულ პასუხებში. ჩვენ გაკეთებული ძალიან ბევრი გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამაა კიდევ გასაკეთებელი და ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031