22-06-2018
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სამინისტროებიდან თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება არ მოხდება.
მისივე თქმით, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ფუნქციები სწორად გადანაწილდება.
„მასობრივ გაშვებაზე არაა საუბარი, აქ საუბარია ფუნქციების სწორ გადანაწილებაზე. ბუნებრივია, ამ გადანაწილებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულ ადამიანებთან დამშვიდობება, გარკვეული ადამიანების სხვა პოზიციზე გადაყვანა. ეს არის რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც თან მოსდევს ასეთი ტიპის სტრუქტურულ ცვლილებებს.
ყველაფერი შესაძლებელია, 11 არის საორიენტაციო ციფრი. ესაა ის მოსაზრება, რომელიც პრემიერს წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე ჰქონდა, თუმცა შესაძლებელია რაღაც ცვლილებები იყოს“- განაცხადა ცქირიშვილმა.
შეგახსენებთ, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მმართველი გუნდის წევრებს შორის კონსულტაციები კვლავაც გრძელდება. ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრა დღეს 20:00 საათზეა ჩანიშნული.