25-04-2022
„ქართულ ოცნებას“ მთელი ამ 10 წლის განმავლობაში უწევდა ბეწვის ხიდზე სიარული და გიორგი მარგველაშვიც და გიორგი გახარიაც იყვნენ ამ ბეწვის ხიდზე სიარულის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ეს არ იყო შეცდომა, ამაზე ალბათ მოგვიანებით გვექნება მეტი განმარტების გაკეთების საშუალება. შეცდომა არ იყო არც ერთი და არც მეორე. ორივე იყო ლოგიკური შედეგი იმისა, რომ ჩვენ გვიწევდა ბეწვის ხიდზე სიარული ამ პერიოდის განმავლობაში და ამ ბეწვის ხიდზე სიარულში მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - განაცხადა კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024