გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი ბოკერიას: საზოგადოებას მსგავსი რიტორიკით მიმართო - პოლიტიკურად გაკოტრებული არ უნდა იყო; ერთი სააკაშვილის უკრაინული პარტიის რეიტინგის მაქსიმუმი იყო 0,4% და მეორე - შენი

25-04-2022

,,მნიშვნელოვანია, რომ ამ "რეჟიმის" სახით არა საზოგადოებას, არამედ პირადად თქვენ მართლა გაქვთ პრობლემა - ცოლ/ქმარს ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ეს პრობლემა გადაუჭრელ პრობლემათა სფეროს განეკუთვნება,” - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გოგა ბოკერიას განცხადებას.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, ამ მაღალფარდოვანი სიტყვებით რომ მიმართავ შენთვის უცხო ქვეყანას და შენთვის ამოუცნობ ხალხს, როგორც მინიმუმ "შრომით" ბიოგრაფიაში არ უნდა გქონდეს შემდეგი ტიპის ჩანაწერები.

 

,,მნიშვნელოვანია, რომ ამ "რეჟიმის" სახით არა საზოგადოებას, არამედ პირადად თქვენ მართლა გაქვთ პრობლემა - ცოლ/ქმარს ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ეს პრობლემა გადაუჭრელ პრობლემათა სფეროს განეკუთვნება. ამ მაღალფარდოვანი სიტყვებით რომ მიმართავ შენთვის უცხო ქვეყანას და შენთვის ამოუცნობ ხალხს, როგორც მინიმუმ "შრომით" ბიოგრაფიაში არ უნდა გქონდეს შემდეგი ტიპის ჩანაწერები: "თავისუფლების ინსტიტუტის" ეგიდით ქართული მენტალობის გენოციდი არ უნდა გეწარმოებინა და ახალგაზრდა თაობების გენმოდიფიცირებისთვის არ უნდა შეგეწყო ხელი ამ ქვეყნის 20 საუკუნოვანი ხერხემლის და უღალატო ბურჯის - მისი დედაეკლესიის ღია და დაუძინებელი მტრის მანტიას ასეთი ამპარტავნული სიამოვნებით არ უნდა ატარებდე როგორც მინიმუმ, ერთი სისხლიანი სპექტაკლის სცენარის ავტორი და არქიტექტორი - ე. წ. ციხის ბუნტის - არ უნდა ყოფილიყავი როგორც მაქსიმუმ - 2008 წლის ტრაგედიის თანაავტორთა მწყობრ რიგებში არ უნდა ჩაწერილიყავი ომის მერე, ჯერ საგარეო უწყების მეორე პირის, ხოლო შემდეგ - უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში, საკუთარი სიდედრი ФСБ-ს ერთ-ერთი რეზიდენტურის ქვეშ არ უნდა ჩაგებარებინა სამუშაოდ - ეს არის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა ურთიერთობების ა ქ ს ი ო მ ა!!! საზოგადოებას მსგავსი რიტორიკით მიმართო - პოლიტიკურად გაკოტრებული არ უნდა იყო: ერთი სააკაშვილის უკრაინული პარტიის რეიტინგის მაქსიმუმი იყო 0,4% და მეორე - შენი ჩანასახ/უუნარო პოლიტიკური იმპოტენტი იყო და პოლიტიკურ შთამომავლობაზე ზრუნავდე - ამას ექსტრაკორპორალურადაც ვერ შეძლებ, რამეთუ შენს გამჩენ გაკოტრებულ და უნაყოფო კორპორაციას ვერანაირად ვერ ელევი” - წერს ქართველიშვილი Facebook- ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930