გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

27-04-2022

კასპის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა დაათვალიერეს.


კასპის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი, სასმელი წყლის, წყალარინების და ელექტრო გაყვანილობის შიდა სისტემები. მოეწყობა სველი წერტილები, სამუშაო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედი, პანდუსი და შეიღებება შენობის გარე ფასადი.


შენობის რეაბილიტაციას მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ი/მ „კახა დათაშვილი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 130 944 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


შენობა გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა და შესაბამისად სამუშაო პირობებიც არასათანადო იყო. პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უმნიშვნელოვანესი ფუნქციების განხორციელებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031