23-06-2018
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში, მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ საკონსულტაციო ფორმატში ეს უკვე რიგით მესამე შეხვედრა იქნება.
კონსულტაციები პარტიის ცენტრალურ ოფისში 19.00 საათზე დაიწყება.