გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ

23-06-2018


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მან და მისმა მეგობრებმა ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული რეფორმები გაატარეს.


სააკაშვილის თქმით, მან და მისმა გუნდმა შექმნეს სწრაფი პროცედურები ხალხის მომსახურების, დოკუმენტების გაცემის, ბიზნესის კეთების მიმართულებით. აგრეთვე,  ყველაზე ეფექტური საბაჟო მსოფლიოში, იუსტიციის სახლები და სხვა ბევრი წარმატებული პროექტი.


თუმცა, ექსპრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს განვითარებისთვის კიდევ უფრო ახლებური ხედვები და მიდგომები სჭირდება.


„ახლა მე ვფიქრობ რა უნდა იყოს მომავალში და ეს არ უნდა იყოს დაბრუნება იგივე ადგილზე. ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ და მით უმეტეს,  იგივე ხალხი, ვინც ჩვენ  დროს რეფორმებს ატარებდა თანამდებობაზე აღარ უნდა დაბრუნდეს.


ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, სადაც ადამიანმა თუ დაუშვა შეცდომა, ან თუ ის ვიღაცამ მოატყუა, მაგალითად პარლამენტარმა, პრემიერ-მინისტრმა, ოლიგარქმა, ან სხვა პირმა, მას უნდა ჰქონდეს საშუალება იმავე წუთს გამოასწოროს შეცდომა. თანამედროვე სოციალური ქსელები ამის საშულებას იძლევა. მე გთავაზობთ, შემოვიღოთ ისეთი სისტემა და მივიღოთ კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებები, რომლის თანახმადაც ნებისმიერ 18 წელს მიღწეულ საქართველს მოქალაქეს შეეძლება ნებისმიერი კანონპროქტი გამოითხოვოს პარლამენტიდან და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ კანონპროექტზე. ეს კანონპროექტი შეიძლება ეხებოდეს მაგალითად, ჯანდაცვას, უფასო და ფასიან განათლებას და ამ საკითხე მოქალაქეები გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებენ.


მეორე: ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს არსებულ კანონში შეიტანოს ცვლილება. თუ მოქალაქე შეაგროვებს მაგალითად 50 000 ხელმომწერს, უნდა დაიწყოს განხილვა და შემდეგ ხმათა უმრავლესობით მოხდეს ცვლილება კანონში.


მესამე: მოქალაქეს უნდა შეეძლოს, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირი მოხსნას და ნებისმიერი ორგანო დაითხოვოს ვადამდე თუ საკმარისი რაოდენობის ხმები შეგროვდება“-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


მისივე პროგნოზით,  ამ რეფორმების განხორციელების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები არ იქნებიან დამოკიდებულები მთავრობის წარმომადგენლებზე.

„ამ პირობებში ჩვენ უკვე აღარ ვიქნებით დამოკიდებული ჩინონივკებზე, ჩინოვნიკის უკან მდგომ ოლიგარქზე ან მათ ხუშტურებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერავის დავაბრალებთ ჩენს უბედურებას. ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ აღარც ქუჩაში დაგვჭირდება გამოსვლა, რაღაცების მოთხოვნა და შეტაკება. გადაწყვეტილებას ჩვენ თვითონ მივიღებთ.

 

მაგალითად, თუ საზოგადოების უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ შეუძლია ბიუჯეტის ფული დახარჯონ არა დეპუტატების 5000 ლარიან ხელფასზე, არამედ პენსიის მიმინიმუმ 400 ლარამდე გაზრდაზე, ასევე არა მხოლოდ  250 ლარის მომატებაზე პოლიციელებისთვის, არამედ მათთვის  მინიმუმ 2000 ლარის მიცემაზე ან მართლა რეალურად უფასო ჯანდაცვის შემოღებაზე, ეს ასეც უნდა მოხდეს.


თუ საზოგადოება გადაწყვეტს რომ თავისი ფული, რომელიც მისია და  არა რომელიმე ოლიგარქის, არა ბესელიასი, არა კობახიძის და არა ვიღაც ბახტაძის, ამ შემთხვევაში მისი ფული უნდა გადანაწილდეს მათი სურვილის მიხედვით.


შესაძლოა საზოგადოების გარკვეული ნაწილი არ სარგებლობდეს სოციალური ქსელით, მაგალითად პენსიონერი, მაგრამ მას აიდი ბარათის მეშვეობით უნდა შეეძლოს დააფიქსიროს თავისი ნება. საზოგადოებას უნდა შეეძლოს მისი სურვილი გამოხატოს ხმის მიცემით ზოგმა ბანკის ტერმინალში,  ზოგმა ფოსტაში, ზოგმა იუსტიციის სალხში, ზოგმა კომპიუტერიდან და ასე შემდეგ... აი ეს არის პირადაპირი დემოკრატია“-  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031