გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ცინცაძე: მთავრობის დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას, რაც სამუშაო ადგილების შექმნაში და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში აისახება

29-04-2022

„2022 წლის პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 14.4 პროცენტს გაუტოლდა. მარტში ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო როგორც მრეწველობის, ასევე ენერგეტიკის, მშენებლობის და მომსახურების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის მატებამ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი წარმოების გაფართოება, ექსპორტის ზრდა და ტურიზმის აღდგენა წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის ძირითად ფაქტორებს," - ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ცინცაძემ 2022 წლის მარტსა და პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „საქსტატმა" გამოაქვეყნა.


მისი თქმით, მთავრობის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებას, რაც შესაბამისად აისახება სამუშაო ადგილების შექმნაში და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930