გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნა, როდესაც მართლაც სერიოზულად დაავადებული პატიმარი სასჯელს იხდიდა, დღესაც იხდის და მომავალშიც მოიხდის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში

29-04-2022

„ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმაზე, რომ მისი შეუზღუდავი ძალაუფლების პერიოდში საქართველოში სისტემატურად ირღვეოდა ადამიანის უფლები“- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

 

 

„ათი კითხვა მიშმადიდებლებს ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისი შეუზღუდავი ძალაუფლების პერიოდში საქართველოში მომხდარ შემდეგ ფაქტებზე და მოვლენებზე:

 

  1. ციხეებში სასტიკი და ძალადობრივი რეჟიმის დამკვიდრებაზე?

 

  1. სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, გიორგი გამცემლიძის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძის, ნავთლუღში უდანაშაულო ახალგაზრდების და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაცხრილული მრავალი ათეული ადამიანის მკვლელობების წახალისებისა და მათი მკვლელების მფარველობის გამო?

 

  1. დეპუტატ ვალერი გელაშვილის, კობა დავითაშვილის, სულხან მოლაშვილის და მრავალი სხვა ოპონენტის დაინვალიდებამდე მიმყვანი სასტიკი ცემის გამო?

 

  1. 2007 წლის 7 ნოემბერის და 2011 წლის 26 მაისის მშვიდობიანი აქციის დარბევის და დემონსტრანტების მკვლელობის, დასახიჩრების და მასობრივი უკანონო დაპატიმრებების გამო?

 

  1. ტელეკომპანიების „იმედის“ და „იბერიის“ დარბევისა და მიტაცების გამო?

 

  1. 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირების, კოდორის ხეობისა და სხვა ტერიტორიების („ქვების გროვის“) სტატუსის შეცვლისა და შედეგად რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის, ასობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი ჩვენი მოქალაქეების გამო?

 

  1. ტოტალური ფარული თვალთვალისა და მიყურადების, ადამიანების წამებების, მამაკაცების გაუპატიურებების და მთელ ქვეყნის მასშტაბით შიშისა და უიმედობის ფაქტორის დამკვიდრების გამო?

 

  1. ფართოდ გავრცელებული ბიზნეს რეკეტის, მოქალაქეების კერძო საკუთრების უფლების მასობრივი შელახვისა და შანტაჟის გამო?

 

  1. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მასობრივი შეზღუდვის გამო?

 

  1. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის გამო?

 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმაზე, რომ მისი შეუზღუდავი ძალაუფლების პერიოდში საქართველოში სისტემატურად ირღვეოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-7 (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე), მე-10 (გამოხატვის თავისუფ¬ლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები?

 

ასეთ პირობებში რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნა, როდესაც ამ დანაშაულთა მეასედის ჩამდენი და მათ შორის ბევრი მართლაც სერიოზულად დაავადებული პატიმარი სასჯელს იხდიდა, დღესაც იხდის და მომავალშიც მოიხდის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში?"- წერს ნანა კაკაბაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930