24-06-2018
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ქობულაძის, ტატიშვილის, ტერენტი გრანელის, ლენტეხის, ოსიაურის, ბუკისციხის, ჩოჩუას, მესხეთის, აგლაძის, სამტრედიის, გუდაუთის, მირცხულავას, კოპცოვის, ხარაბაძის, ჯიქიას, კაკაბეთის და ლაღიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების, სოფელი ოქროყანის, სოფელი წავკისის (ნაწილობრივ), ფუნიკულიორის ზედა პლატოს, ოქროყანის, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევის, ჯავახეთის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 16 საათამდე შმიდტის, ცაგარელის, საირმის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე კოლმეურნეობის მოედნის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, შალვა ნუცუბიძის, დელისის, თამაზ ნადარეიშვილის, სიხარულიძის, ძმები კარბელაშვილების, აკაკი გელოვანის, გურამ ნიჟარაძის, ჯებაშვილის, ვეკუას, ვაჩნაძის, ფხოვის, თაბუკაშვილის, ბარათაშვილის, პუშკინის, ლერმონტოვის, ქიქოძის და მაჩაბლის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე დიდი დიღმის I მიკრორაიონის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.