24-06-2018
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი სტრუქტურების თანამშრომლებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ მოგზაურობაში მონაწილეობა ეკრძალებათ. სხვა სიტყვებით, მათ, ვინც აფხაზეთში გადაწყვეტილებების მიღებაში ასე თუ ისე მონაწილეობს, ეკრძალებათ იმ საერთაშორისო შეხვედრებზე დასწრება, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის ორგანიზებული.
ეს გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა მიიღო, და ამის შესახებ განცხადება მათ ვებ-გვერდზეა განთავსებული. მთლიანობაში „კაბინეტმა“ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ამგვარი რეგულაციების შთამბეჭდავი ჩამონათვალი შეიმუშავა – ვებგ-ვერდზე გამოქვეყნებულია 100-ზე მეტი შეტყობინება.
მათ რიცხვში არის კიდევ ერთი დავალება ყველა უწყებისთვის, რომელიც აფხაზეთის სამოქალაქო აქტიურობას ეხება – უწყებებმა „აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის თაობაზე უნდა მოახსენონ (მინისტრთა კაბინეტს)“.
ოკუპირებულ აფხაზეთში ამგვარი შეზღუდვა პირველად მიიღეს.