გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: იმერეთის მასშტაბით „განახლებული რეგიონების" ფარგლებში 70 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, გვინდა, ყველა ქალაქი ევროპული ტიპის ქალაქებად ვაქციოთ

30-04-2022

ქუთაისში ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები „განახლებული" რეგიონების ფარგლებში, ჩვენი გეგმის მიხედვით, წლის ბოლოს უნდა დავასრულოთ პროექტი ქუთაისში, ჯამში 24 მილიონი ლარი იხარჯება, მათ შორის ეს ისტორიული პარკი იქნება სრულად აღდგენილი და განახლებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პარკის განახლების სამუშაოები წელსვე დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება, რაც ძალიან კარგი საჩუქარი იქნება ქუთაისის მცხოვრებლებისთვის.


„ზოგადად, მთელი იმერეთის მასშტაბით „განახლებული რეგიონების" ფარგლებში 70 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ჩვენი დაპირება იყო შარშან, რომ გვინდა, ყველა ქალაქი ევროპული ტიპის ქალაქებად ვაქციოთ, ეტაპობრივად დავიწყოთ ცენტრების რეაბილიტაცია და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე შემოვიტანოთ ქალაქებში - სკვერები, პარკები, ზოგადად მთელი ეს რეკრეაციული სივრცეები უნდა განახლდეს და უფრო კომფორტული გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრება ქუთაისში და სხვა ქალაქებში", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930