30-04-2022
ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია; ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და მე ამ დაკვეთას შევასრულებ, ჩვენი გუნდი ამ დაკვეთას შეასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობას, რის გარეშეც ქვეყნის განვითარება შეუძლებელია.
„ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და არ დავუშვათ ომი, არეულობა, დესტაბილიზაცია. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და მე ამ დაკვეთას შევასრულებ, ჩვენი გუნდი ამ დაკვეთას შეასრულებს. ბოლომდე დავიცავთ ქვეყანაში მშვიდობას, ჩვენი ხალხის მშვიდობას და სტაბილურობას, რაც არის ერთადერთი საფუძველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. სხვანაირად არაფერი გამოვა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024